თარიღი    დრო

ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შექმნას - სოზარ სუბარი

საქართველო, თბილისი - 17:56 07.16.2018 299

ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შექმნას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, შახტი დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე არ გახდება ცნობილი, რომ იქ მუშაობა უსაფრთხოა.

მისივე თქმით, ტყიბულის შახტი ადამიანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი გახდა.

„პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, შახტი დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება, არ გვეცოდინება, რომ უსაფრთხოა შახტში მუშაობა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ვდგავართ ორი გამოწვევის წინაშე. აქ დასაქმებულია 1500 ადამიანია და მათ აქვთ სტაბილური ხელფასი, თუმცა ათობით ადამიანი იღუპება. მკაფიოა აქ ჩვენი პოზიცია, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ შახტში დასაქმებულებს საწარმო ერთი თვის ხელფასს მისცემს, დანარჩენზე დაიწყება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%