ჰელსინკში დასრულდა შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის.
ის გრძელდებოდა 2 საათი და 10 წუთის მანძილზე, ვიწრო შემადგენლობით.
თავდაპირველად მათი პირისპირ შეხვედრისთვის გათვალისწინებული იყო 1 საათი და 50 წუთი.
წინ არის მოლაპარაკებები ფართო შემადგენლობით, რომლისთვისაც პროტოკოლით გამოყოფილია 1 საათი და 45 წუთი.