თარიღი    დრო

ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:36 07.16.2018 212

17 ივლისს, ბათუმში ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ბათუმელებსა და ქალაქის სტუმრებს კონცერტზე დასწრება საზაფხულო თეატრში, 20:00 საათზე უფასოდ შეეძლებათ. მსმენელის წინაშე ქართული ხმები და ბიგ ბენდი  ქართულ-ხალხურ, ქალაქურ სიმღერებს, ასევე ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ჰიტებს შეასრულებენ.  თბილისის ბიგ ბენდის შემადგენლობაში არიან ცნობილი მომღერლები მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, თემო საჯაია, ნინი გველესიანი და ზაურ შავგულიძე.

ანსამბლები ბათუმს ქართული ხმების 30 წლისა და თბილისის ბიგ ბენდის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში ესტუმრებიან. ბათუმამდე კონცერტები ბორჯომში, თელავში, ლაგოდეხში, ახალციხეში, ზუგდიდში, ხობში და ფოთში გაიმართა. ბათუმის შემდეგ კი ლეგენდარული ქართული ხმებისა და თბილისის ბიგ ბენდის ტურნე ქუთაისში, ჩოხატაურსა და ჭიათურაში გაგრძელდება. პროექტი Check-in Georgia-ს პროექტის ფარგლებში იმართება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%