თარიღი    დრო

აპელირება, რომ შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრებამ შეიძლება ბიზნესის შეზღუდვა გამოიწვიოს, არასწორია - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 16:22 07.16.2018 333

აპელირება, რომ შრომის უსაფრთხოების წესების გამკაცრებამ შეიძლება ბიზნესის შეზღუდვა გამოიწვიოს, არასწორია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რას გულისხმობდა ირაკლი კობახიძე, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ მაშინდელმა სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ შრომის უსაფრთხოების კუთხით სწორი ზომების მიღების საშუალება არ მისცათ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა და აპელირება, რომ წესების გამკაცრებამ შეიძლება გამოიწვიოს ბიზნესის გარკვეული თავისუფლების შეზღუდვა, ეს არის არასწორი მიდგომა და სწორედ ამაზე საუბრობდა დღეს პარლამენტის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, როდესაც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ პინა სწორედ მის მხარეს გადაიხაროს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%