მარნეულში, ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
საზოგადოებრივის ინფორმაციით, რაიან და ლორა სმიტების საცხოვრებელ სახლთან ახლობლები, მეგობრები, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მათ სახლის შესასვლელთან ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს.
ისინი იმ სკვერშიც მივიდნენ, სადაც სმიტების ოჯახი ბავშვებისთვის ატრაქციონების უფასოდ მოწყობას გეგმავდა.