12 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4401 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8483 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8593 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.10 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5074 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2234 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 ივლისიდან შევა ძალაში.