თარიღი    დრო

ნატოს მიმდინარე სამიტმა ახალი საკითხები და ფორმატი უნდა გააჩინოს და საბოლოოდ, მთელი ეს პროცესი, ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს - ნინო გოგუაძე

საქართველო, თბილისი - 16:14 07.12.2018 181

„საქართველოს ნატოში გაწევრიანება ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის და ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი. საქართველოს დელეგაციის მოლოდინი არის, რომ ეს სამიტი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის ახალ საკითხებს და ფორმატს გააჩენს და საბოლოოდ, ბუნებრივია, მთელი ეს პროცესი ნატოს წევრობამდე მიგვიყვანს, - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ბრუსელში მიმდინარე ნატოს სამიტს.

„მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე სამიტზე, ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებმა პირველად მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია საქართველოს შესახებ, სადაც ქვეყნის ლიდერებმა კვლავ დაადასტურეს, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა და 2008 წლიდან დღემდე საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს ნაჩვენები ამ მიზნის მისაღწევად.

ასევე პირველი შემთხვევაა საქართველო-ნატოს ურთიერთობებში, როდესაც საქართველოს შესაძლებლობა აქვს წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, უმაღლესი დონის შეხვედრის ფარგლებში, კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელოს. საკითხები შეეხება, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესს, ასევე რეგიონულ უსაფრთხოებას და საქართველოს როლს რეგიონული უსაფრთხოებაში.

სამიტის მნიშვნელოვანი შედეგია, რომ საქართველოს ნატოსთან ითანამშრომლებს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების საკითხებში და ეს იქნება ახლი მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველო-ნატოს თანამშრომლობაში", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ 11-12 ივლისს, ბრიუსელში ნატოს 2018 წლის სამიტი იმართება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%