საქართველოსა და ნატოს ერთობლივი წვრთნები დაგეგმილია 2019 წლის მარტის თვეში, ნათქვამია ბრიუსელში გამართული სამიტის დასკვნით განცხადებაში.
„ნატო და საქართველო მზად არიან მომავალშიც გააძლიერონ თანამშრომლობა, მათ შორის 2019 წლის მარტში ნატო-საქართველოს წვრთნების მეშვეობით, რასაც მოკავშირეები ფართო მონაწილეობით მხარს დაუჭერენ“ - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველო მომავალში გახდება ალიანსის წევრი ქვეყანა და მზადება ამ პროცესისთვის გრძელდება.