თარიღი    დრო

სახალხო დამცველის რეკომენდაციები ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია - სერგი კაპანაძე

საქართველო, თბილისი - 14:22 07.12.2018 124

“ხორავას ქუჩის“ საქმეზე შექმნილი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ომბუდსმენის დღევანდელ განცხადებას სრულად იზიარებს, სადაც ნინო ლომჯარია ხორავას ქუჩაზე მკვლელობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ამის შესახებ განცხადება სერგი კაპანაძემ დრეს ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის განცხადების გავრცელების შემდეგ გააკეთა და აღმნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც არაერთი გადაცდომა გამოიკვეთა საგამოძიებო უწყებების მუშაობის მხრივ.

“ჩვენ ვაგრძელებთ ჯერ კიდევ კომისიის ფარგლებში შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრებს და სავარაუდოდ, ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები ამ კონკრეტულ დარღვევებთან დაკავშირებით გაიცემა მას შემდეგ, რაც ეს კონკრეტული წარმომადგენლები ჩვენთან მოვლენ და ასე ვთქვათ მთელს ვერტიკალს გავივლით. ამიტომ, სახალხო დამცველის წინადადებები და რეკომენდაციები საყურადღებო რეკომენდაციებია და პრაქტიკულად ემთხვევა იმ მიმართულებას, რომელზეც ამ წუთში არის საგამოძიებო კომისია,“ - განაცხადა კაპანაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%