თარიღი    დრო

ცხელი სარაგბო ზაფხული საქართველოში გრძელდება - ივლისის ბოლოს თბილისი ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს

საქართველო, თბილისი - 13:50 07.12.2018 85

ცხელი სარაგბო ზაფხული საქართველოში გრძელდება - ივლისის ბოლოს თბილისი  ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს - რაგბის ზაფხულის თასი | Rugby Summer Cup 2018 საქართველოში პირველად იმართება.

წლევანდელი ტურინირის სპონსორია ‘თიბისი’ და მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას - ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი ‘რასინგ 92’ (Racing 92), ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი იქნება ‘საქართველო XV’ (‘A’ ნაკრები, ყოფილი მზარდი საქართველო).

ტურნირის ოფიციალური პრეზენტაცია 11 ივლისს თიბისი ბანკის სათაო იფისში (მარჯანიშვილის 7) შედგა. Rugby Summer Cup-ის შესახებ სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა ისაუბრეს.

ტურნირის შესახებ:

ტურნირი ორ ტურად - 28 ივლისსა და 3 აგვისტოს ‘მიხეილ მესხზე’ გაიმართება.

28 ივლისს საქართველო XV არგენტინა XV-ს, ხოლო ‘რასინგი’ ბრაზილიის ნაკრებს შეხვდება;

3 აგვისტოს ‘რასინგი’ არგენტინა XV-ს ეთამაშება, საქართველო XV კი ბრაზილიას შეხვდება.

მოგებული გუნდი 4 სატურნირო ქულას მიიღებს და თუ გამარჯვებული მეტოქეს 3-ზე მეტ ლელოს გაუტანს, ერთ ბონუს ქულასაც მიითვლის. 7 და ნაკლები ქულით მარცხი ასევე 1 ქულად ფასობს, ხოლო ფრეზე ორივე გუნდი 2-2 ქულას ჩაიწერს.

მონაწილე გუნდების შესახებ ვრცელი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე Rugby.ge




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%