თარიღი    დრო

სახელმწიფო ინსტიტუტებზე საჭიროა საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლის გაზრდა - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 20:39 07.11.2018 196

ვფიქრობ, არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა არასამთავრობო სექტორის როლს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საზოგადოებრივი კონტროლის კუთხით.

„მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე საჭიროა საზოგადოებრივი და ინსტიტუციური კონტროლის გაზრდა და ამ შემთხვევაში არასამთავრობო სექტორს აქვს უნიკალური როლი და ამ მიმართულებით ჩვენი კომუნიკაცია იქნება ინტენსიური. ამის გაკეთებას აუცილებლად ვაპირებთ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%