თარიღი    დრო

იუსტიციის მინისტრმა პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია - კახა კოჟორიძე

საქართველო, თბილისი - 18:44 07.11.2018 149

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე მთავარი პროკურორის პოსტზე კანდიდატის შერჩევის პროცესს აფასებს.

კოჟორიძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა ვერ უზრუნველყო ის, რომ ახალი მთავარი პროკურორის შერჩევას პროკურატურის მიმართ ნდობა მოეტანა.

პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, თეა წულუკიანს კანონის პირდაპირი მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი კონსულტაციები არ გაუმართავს.

„მინდა გითხრათ, რომ იმ მოვლენების შემდეგ, რამაც გამოიწვია მთავარი პროკურორის გადადგომა ვადაზე ადრე, სახელმწიფოს წინაშე იდგა ამოცანა, რომ ახალი მთავარი პროკურორი შერჩეულიყო ისეთი პროცესით, რომელიც პროკურატურას მოუტანდა ნდობას, თუმცა სამწუხაროდ, როგორც თავიდანვე იყო ვარაუდი, იუსტიციის მინისტრმა ამ ამოცანის შესრულებას ვერ გაართვა თავი. უფრო მეტიც, პირდაპირ გეტყვით როგორც იურისტი, რომ მან პირდაპირ დაარღვია პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ვალდებულია, ერთი თვის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და სხვებთან აწარმოოს კონსულტაციები. ასეთი კონსულტაციები არ შემდგარა, და ამის შემდეგ მან დაასახელა სამი კანდიდატი და ბოლოს ჩვენ დღეს დავინახეთ, რომ სამწუხაროდ საპროკურორო საბჭომ არ წარმართა პროცესი გამჭვირვალედ, სადაც საზოგადოებას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ერთის მხრივ მოესმინა ის კითხვები, რაც არსებობდა კანდიდატებთან მიმართებაში და მოესმინა ასევე პასუხები. მთლიანობაში ეს იყო ცუდი პროცესი, რომელიც ნდობის გაზრდას პროკურატურის მიმართ ვერ შეუწყობს ხელს, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

საპროკურორო საბჭომ დღეს ფარული კენჭისყრით მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურა შეარჩია. საბჭოს წევრებმა თადუმაძე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით შეარჩიეს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%