11 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4403 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.19 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8593 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8571 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5127 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2317 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 12 ივლისიდან შევა ძალაში.