თარიღი    დრო

დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი 6,494.7 ტონაა

საქართველო, თბილისი - 13:45 07.11.2018 141

დღეის ინფორმაციით, საქართველოდან  ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა  6,494.7 ტონა შეადგინა, რაც 4,761.9 ტონით (3.7-ჯერ) აღემატება 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2017 წლის ამავე პერიოდში, ექსპორტირებული იყო მხოლოდ 1,732.7 ტონა ატამი და ვაშლატამა).

ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (72.4%), სომხეთის რესპუბლიკაში (13.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (11.2%), ასევე, უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.

ატმის საბითუმო ფასი 0.50-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%