თარიღი    დრო

გარემოს დაცვის მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით არის შესაძლებელი - ლევან დავითაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:29 06.24.2018 391

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის სამონადირეო მეურნეობა დაათვალიერა და ჟურნალის „ველური ბუნება“ ახალი ნომრის პრეზენტაციას დაესწრო. 

„გარემოს დაცვის მიმართულებით დღეს არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ გაერთიანებული ძალისხმევით არის შესაძლებელი. საზოგადოებრივი ძალისხმევის გაერთიანებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ისეთი მრავალფეროვანი თემატიკის ჟურნალი, როგორიცაა „ველური ბუნება“.

საქართველოს ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანებმა, ამ ჟურნალის სახით, სახელმწიფოსთან, არასამთავრობო, სამეცნიერო და კერძო სექტორთან ერთად შექმნეს სივრცე, სადაც ერთობლივი ძალებით, ბუნების მდგრადი გამოყენებისა და განვითარების შესაძლებლობებს გაეცნობა მკითხველი. მინდა, მოგილოცოთ შემოქმედებით ჯგუფს, მადლობა გადაგიხადოთ ასეთი კარგი საქმისთვის და წარმატებები გისურვოთ. გვიგულეთ თქვენს გვერდით", - განაცხადა პრეზენტაციაზე ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკის დინამიური განვითრების პარალელურად, უმთავრესი გამოწვევა გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფაა, რაც სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობით და ევრორეგულაციებით უნდა შევძლოთ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ჟურნალის მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა გარემოს დაცვის, ეკოლოგიური საკითხებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ გაეცნოს საინტერესო ინფორმაციას; ასევე, აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრების წესთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს, სოფლის მეურნეობაში, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობაში არსებულ გამოწვევებს.

ჟურნალის „ველური ბუნება“კონცეფცია და ძირითადი მიმართულებები პრეზენტაციის სტუმრებს მთავარმა რედაქტორმა, გოჩა კობერიძემ გააცნო.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%