ესპანეთის სამაშველო ჯგუფმა ზღვაზე 569 მიგრანტი აღმოაჩინა, რომელბიც ესპანეთის სანაპიროებთან მიღწევას ცდილობდნენ.
საერთო ჯამში დღეს აღმოჩენილი იქნა 21 ნავი - ალბორანის ზღვის წყლებში, გიბრალტალის სრუტეში და ატლანტიკურ ოკეანეში, კანარის კუნძულების რაიონში.
როგორც სამაშველო სამსახურებში აცხადებენ, 569 მიგრანტი იქნა აღმოჩენილი გუშინ ღამიდან მოყოლებული. ზღვაში მიგრანტების სამძებრო ოპერაციები გრძელდება და დღის განმავლობაში მათი რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. მიგრანტების ნაკადის ზრდა, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ესპანეთის სანაპიროებს მოადგნენ, რეგიონში არსებულ კარგ ამინდთან არის დაკავშირებული.
გადარჩენილთა დდი ნაწილი რომელთა უმრავლესობას ბავშვები და ქალები შეადგენენ, ქალაქ ტარიფში და ბარბატეს დასახლებულ პუნქტში გადაანაწილეს.
საერთო ჯამში წლის დასაწყისიდან დღემდე ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპამდე (იტალია, საბერძნეთი, კიპრი და ესპანეთი) შემოაღწია 41 ათასმა მიგრანტმა. 960 გზაში დაიღუპა.