თარიღი    დრო

საქართველო-უკრაინა-ნატო-ს შეხვედრა ალიანსის ივლისის სამიტზე შედგება

საქართველო, თბილისი - 16:08 06.23.2018 185

ნატო-ს ივლისის სამიტზე საქართველო-უკრაინა-ნატოს სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლე კლიმკინმა განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით დაგეგმილია, რომ იქნება საქართველო-უკრაინა-ნატოს ერთობლივი შეხვედრა. ასე ალბათ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია სხვა ფორმატის არჩევა. რადგან ნატოს სამიტი იმდენად „გაჭედილია“, რომ ვერ ხერხდება შეხვედრის ფართომასშტაბიანი ფორმატით გამართვა. თუმცა, ჩვენ საქართველოსთან ერთად გვაქვს ერთნაირი მიზნები: მივაღწიოთ ნატოს წევრობას და რეალიზება მოვახდინოთ რეფორმების. ამიტომ შეგვიძლია ვილაპრაკოთ საერთო გზაზე და საერთო მიზნებზე. სწორედ ამიტომ იქნა შერჩეული ფორმატი საქართველო-უკრაინა-ნატო“ - განაცხადა კლიმკინმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, ნატოს სამიტი 11-12 ივლისს ბრიუსელშია დაგეგმილი. მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ივლისის სამიტზე იქნება მიწვეული, თუმცა ამ შეხვედრის ფორმატი ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%