აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მსუბუქმა თვითმფრინავმა "A-29 Super Tucano" ნიუ მექსიკის შტატში ვარდნა განიცადა. ამის შესახებ ინფორმაცია "ჰოლომანის" საჰაერო ბაზის განცხადებაზე გაყრდნობით ვრცელდება.
ინციდენტი "რედ რიოს" პოლიგონის მახლობლად მოხდა. მფრინავმა მიიღო დაზიანებები და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეორე დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე დგინდება.
"A-29 Super Tucano" - ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალებს ეკუთვნის. პენტაგონი მას საზაფხულო მზადების თვითმფრინავის სახით, ასევე დაზვერვისა და საჰაერო მხარდაჭერისთვის იყენებდა.
შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში ჯორჯიის შტატში ჩამოვარდა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი "C-130". მასში მსხდომი ცხრავე ადამიანი გარდაიცვალა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, თვითმფრინავი ასრულებდა ბოლო რეისს, რადგან მისი გამოყენებიდან ჩამოწერას გეგმავდნენ.