თარიღი    დრო

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო თემაზე „ქალთა უფლებები და პოლიტიკური გაძლიერება - მიზეზები, შედეგები და გამოსავალი" შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 12:56 06.23.2018 148

სოფო კილაძემ ქალთა უფლებებისა და მათი პოლიტიკური გაძლიერების საკითხებზე, ასევე, საქართველოში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის, გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.

„ქალის და დედის კულტი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს კულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ქალის მნიშვნელობა კარგად გვაქვს გაცნობიერებული,  ხშირად ვხვდებით ფაქტებს, როდესაც ოჯახებში გოგონებს დაბრკოლება ექმნებათ ისწავლონ, განვითარდნენ და წარმატებული ქალები იყონ", - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისი განცხადებით, ქალები ქვეყანაში დოვლათის ნახევარზე მეტს ქმნიან. „თუმცა, სამწუხაროდ,  პოლიტიკაში თანამდებობებზე იგივე პროპორციით ვერ ვხედავთ ქალებს, რა პროპორციითაც მუშაობენ და ეკონომიკურ დოვლათს ქმნიან", - განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა. მისი ინფორმაციით, პარლამენტში შემუშავდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დეპუტატების 30% ქალი უნდა ყოფილიყო, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტს  პარლამენტის წევრების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა.  სოფო კილაძეს მიაჩნია, რომ ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, რომელზეც  ყურადღებას ჯერ კიდევ მე-12 საკუკუნეში ამახვილებდა რუსთაველი,  პოლიტიკაში და, ზოგადად,   წამყვან თანამდებობებზე უნდა გავრცელდეს კერძო თუ სახელმწიფო სექტორში.

სოფო კილაძემ  ისაუბრა, ასევე, ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემებზეც. „ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ქალთა მიმართ ძალადობა, ქალის ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის მისაღები.  სახელმწიფომ აქტიურად უნდა  იბრძოლოს ამის წინააღმდეგ. პარლამენტში შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ მომზადებული კანონპროექტი, სადაც ქალთა ძალადობის წინააღმდეგ რიგი ზომები იქნება გატარებული. პირს, რომელიც დაარღვევს შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობებს,  პირდაპირ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - აღნიშნა სოფო კილაძემ.

დეპუტატის თქმით,  ქალებმა უნდა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ძალადობის შემთხვევაში დასახმარებლად აუცილებლად სახელმწიფოს უნდა მიმართონ. 

მისი მოსაზრებით, ეს არის თემა, რომელსაც მთელი საზოგადოების განვითარებაზე ექნება სერიოზული გავლენა, „რადგან ოჯახებში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობას აქვს ადგილი, იზრდებიან ბავშვები და უყურებენ ამ უსამართლობას მაშინ, როდესაც ბავშვები უნდა იზრდებოდნენ თანასწორობისა და ტოლერანტობის სულისკვეთებით.  სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, შვედეთის, ფინეთის მაგალითზე ემპირიული კვლევებით დადასტურებულია, რომ იქ, სადაც ქალებზე არ ძალადობენ, იქ, სადაც ქალები პოლიტიკაში სრულფასოვნად მონაწილეობენ, საზოგადოება გაცილებით სწრაფად მიდის წინ და ქვეყანაში  უფრო მეტი დოვლათი იქმნება", -განაცხადა სოფო კილაძემ. 

ღონისძიებაზე ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა და  ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის პროგრამის უფროსმა ოფიცერმა თეონა ყუფუნიამ.

შეხვედრაზე მოსულ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მათთვის საინტერესო თემატურ შეკითხვებზე მიეღო პასუხები სპიკერებისგან.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%