თარიღი    დრო

თბილისს მიშელ უელბეკი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 18:02 06.22.2018 277

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიცირებული, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის - Guests of Honour Get Together ფარგლებში, მიშელ უელბეკი თბილისს (23 ივნისს  03:50 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი) ეწვევა. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფრანგი მწერალი ქართულ მედიას 23 ივნისს 12 საათზე სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi შეხვდება. მიშელ უელბეკი საქართველოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით ფრანგ გამომცემელთან ერთად 23-26 ივნისს ესტუმრება. სამი დღის განმავლობაში მიშელ უელბეკს მასპინძლობას თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე გაუწევს.  

ვიზიტის ფარგლებში, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობენ. რუსთაველის თეატრში გაიმართება შეხვედრა ქართველ მკითხველთან, რომელსაც მოდერაციას უელბეკის ქართული გამომცემლობის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი გაუწევს. ფრანგი სტუმარი დაათვალიერებს თბილისსა და ესტუმრება ყაზბეგს.      

 

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტი - Guests of Honour Get Together ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდება.  აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აღნიშნული პროექტის ტრადიციად ქცევას აპირებს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიურ ხასიათს მიაღებინებს. პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა - საქართველო 2017 და 2019 წლების საპატიო სტუმარი ქვეყნების - საფრანგეთისა და ნორვეგიის - მწერლებს მასპინძლობს.

პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სასტუმრო Rooms Hotels და რუსთაველის თეატრის პარტნიორობით ხორციელდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%