თარიღი    დრო

პროკურორმა ერთ-ერთ შეხვედრაზე მკვლელის სახელი თვითონ წამოიყვირა, მეორე ალბათ, ეს არისო - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 12:19 06.22.2018 359

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ საქმის პროკურორმა ერთ-ერთ შეხვედრაზე თავად წამოიძახა, თუ ვინ არის მისი შვილის მკვლელობაში კიდევ ერთი დამნაშავე.

სარალიძემ მისი და ადვოკატ ნესტან ლონდარიძის თბილისის პროკურორის მოადგილესთან შეხვედრა გაიხსენა, რომელსაც მისივე თქმით, საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძეც ესწრებოდა.

„ვთქვი, რომ უკვე დადასტურებელი მაქვს, ვინც არიან ჩემი შვილის დანარჩენი მკვლელებითქო, მითხარიო და განვაცხადე, რომ ერთ-ერთი იყო მ.კ., მეორეო, მკითხა და მეორე თავად წამოიყვირა სახელი და გვარი. მეორე არის მღვდლის შვილზე მაქვს საუბარი – გ.მ. მე არც კი მაცალა ამ სახელი და გვარის დასახელება, თვითონვე წამოიყვირა – მეორე ალბათ ეს არისო, რა თქმა უნდა ეს არის, გცოდნიამეთქი“, – განაცხადა სარალიძემ.

მან საქმის პროკურორებთან ზვიად ფხაკაძეთან და იმედა (ინა) გუგუშვილთან ურთიერთობასა და მათთან შეხვედრებზე ისაუბრა. სარალიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ინა გუგუშვილმა უთხრა, რომ თუ ბევრს ისაუბრებდნენ, საქმეზე უკვე დაკავებულებსაც გაათვისუფლებდნენ – „გუგუშვილის მიმართვა იყო ჩემს მიმართ ასეთი, – თქვენ ბევრს თუ ილაპარაკებთ, ამათაც გამოუშვებთ გარეთო“, – დასძინა სარალძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში დაზარალებულ ოჯახებსა და მათ ადვოკატებს გამოკითხავენ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%