თარიღი    დრო

ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში სასწავლო ფორმებით სიარული სავალდებულო გახდება

საქართველო, თბილისი - 14:02 06.20.2018 468

ოკუპირებული აფხაზეთის განათლებისა და მეცნიერების ე.წ. მინისტრმა, ადგურ კაკობამ ხელი მოაწერა "ბრძანებას", რომელიც ითვალისწინებს შემოიღოს სასწავლო დაწესებულებებში სასკოლო ფორმები. ნათქვამია ე.წ სამინისტროს ოფიციალურ საიტზე.

„გადაწყვეტილება სასწავლო ფორმების შემოღებასთან დაკავშირებით მიღებულია სკოლაში დისციპლინის დაცვის მიზნით. ფორმა არ იქნება საერთო ყველა სკოლებისთვის. ყოველი სკოლა ან რაიონი თავად აირჩევს ფორმას, მშობლებთან და სკოლის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით“ - განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განათლების მინისტრის ე.წ მოადგილემ მედეა ჩენგელიამ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, "ფორმების შემოღება ხელს შეუწყობს ბავშვების განსხვავებას მათი მშობლების სოციალური სტატუსის მიხედვით“.

ე.წ. მინისტრის ბრძანება ძალაში მომდევნო სასწავლო წლიდან შევა. ხოლო პასუხისმგებლობას მოსწავლეების ფორმს ტარებაზე, კლასის ხელმძრვანელი აიღებს.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%