თარიღი    დრო

ავთანდილ ხურციძეს 20-დან 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 13:38 06.20.2018 262

ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს, რომელიც ნიუ იორკში დააკავეს, 20-დან 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ნიუ იორკის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნეს.  

ამ ეტაპზე, უცნობია, რამდენ წლიან პატიმრობას შეუფარდებს მოსამართლე ხურციძეს. ის გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

მას შემდეგ, რაც ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი გახდა ცნობილი, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა პრესრელიზი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობასთან დაკავშირებულ ბრალდებებში.

მანჰეტენის პროკურორის ჯეფრი ბერმენის განცხადებით, ნაფიცმა მსაჯულებმა დაადასტურეს ბრალი, რომლის მიხედვითაც შულაია და ხურციძე ჩართული იყვნენ კრიმინალურ სქემაში, რომელიც შეიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობასა და თაღლითობას.

შულაია, „კანონიერი ქურდი“ რუსეთიდან – ამერიკის კანონმდებლობით უკვე დამნაშავედ ცნობილი ქურდია. ორივე ბრალდებული (შულაია და ხურციძე) ახლა საკუთარ დანაშაულებზე სასჯელს ელოდება“, – ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

პროკურორი განმარტავს, რომ ხურციძეს ბრალი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობაში დაუდასტურდა, რა ბრალდებებიც ცალ-ცალკე 20-20 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა სასჯელის ზომას მოსამართლე კანონმდებლობის შესაბამისად თავად გადაწყვეტს.

საქმის არსებითი განხილვა ავთანდილ ხურციძის დაპატიმრებიდან ერთი წლის თავზე დაიწყო. ქართველ მოკრივეს საქმის მთავარ ფიგურანტთან, ე.წ. კანონიერ ქურდთან რაჟდენ შულაიასთან ერთად ასამართლებდნენ.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს. სპეცოპერაციისას დაკავებულ 33 პირს შორის 15 წარმოშობით ქართველი იყო. ე.წ. შულაია ენთერფრაიზის დაჯგუფების ლიდერად გამომძიებლებმა ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე, 40 წლის რაჟდენ შულაია დაასახელეს. 37 წლის ავთანდილ ხურციძე კი, მეტსახელად „ჩაქუჩა“ საბრალდებო მასალების მიხედვით რუსული მაფიის ბოსის – რაჟდენ შულაიას „კუნთი“ იყო ბრუკლინში.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%