თარიღი    დრო

სააპელაციო სასამართლომ "ბახალა" დამნაშავედ ცნო

საქართველო, თბილისი - 17:04 06.19.2018 160

ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავედ ცნო. 

სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.

სხდომას არ დასწრებია მსჯავრდებული, მან დღეს დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ "ფარსში" მონაწილეობას არ აპირებდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გიორგანაშვილი მიმდინარე წლის 23 იანვარს, პირდაპირ სასამართლოს დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი 45 აბის და 4 აბის ნატეხის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. თუმცა, გამოძიებამ მას 2 აპრილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის დაუმძიმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%