თარიღი    დრო

გარე პერიმეტრის დასაცავად კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ - კახიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:37 06.19.2018 278

გარე პერიმეტრის დასაცავად კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები, ამ სისტემაზე უარი უნდა ვთქვათ, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სამსახურები თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება და მოხდება კადრების მომზადდება.

„რაც შეეხება გარე პერიმეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით დაცვას, ჩვენ გვაქვს მემკვიდრეობა – კოშკურებზე დგანან ჯარისკაცები, 18 წლის ბავშვები. ვფიქრობთ, ამ სისტემაზე ჩვენ უნდა ვთქვათ უარი, ვინაიდან არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და აშშ-ში ასეთი მოდელი აღარ არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიებით პერიმეტრის დაცვის პროგრამები ეტაპობრივად განხორციელდა სამ დაწესებულებაში. ვიბრო სეისმური „დატჩიკები“ იქნება დამონტაჟებული მიწის ქვეშ, რათა გათხრის და პერიმეტრთან მიახლოების ინდიკატორებმა გვიჩვენონ, რა ხდება. ამავდროულად იქნება დაკავების ჯგუფები. სამწუხაროდ, წლების მანძილზე ციხეებში არ იყო მიმსვლელთა შემოწმების სამსახურები, ამიტომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მთავარი სამმართველო, რომელიც სწავლებას გაივლის აეროპორტის უსაფრთხოების დეპარტამენტში, სადაც ამოწმებენ რეისზე მისულ ადამიანებს. ასეთი ტიპის პროგრამით განვახორციელებთ ციხეებში შემსვლელი ადამიანების კონტროლს, რათა პენიტენციურ დაწესებუილებებში აკრძალული ნივთები არ იყოს შეტანილი “, - განაცხადა კახა კახიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%