უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-მაისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 330.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 215.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.0 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 150.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.2 პროცენტი).