პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი „არ-ემ-ჯი გოლდის“ მუშაობის შეჩერებას ითხოვს.
ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენთან“ გარემოსს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, კომისია რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანიის საქმიანობას და შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანს სწავლობდა, დაადგინა, რომ გარემოს დაცვის თვალსაზრისით გარკვეულ საკითხებში პრობლემები კრიტიკულია და შესაბამისად კომიტეტი კომპანიისაგან ითხოვს, რომ შეაჩეროს მუშაობა, ვიდრე აღნიშნული პრობლემები არ გამოსწორდება და სახელმწიფოს მოუწოდებს სათანადო ორგანოებმა განახორციელონ ზედამხედველობა, რათა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მითითებები შესრულდეს.