საბურთალოზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა

თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მუშას წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც ორმო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.