თარიღი    დრო

ალბათ, შსს-მ განაჩენის შინაარსი წინასწარ იცოდა და თამაშში ვიღაც მერაბ მორჩაძე შემოიყვანა - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 14:06 06.16.2018 661

მოსამართლეს მიხეილ კალანდიას არცერთი ჩვენება არ აქვს გათვალისწინებული, - ასე გამოეხმაურა „ჯი-ეიჩ-ენთან“ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მოსამართლე ეკა არეშიძის მიერ გამოტანილი განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, რომელიც მხარეებს გუშინ ჩაბარდათ.

როგორც სარალიძე განმარტავს, რადგან მოსამართლემ მიხეილ კალანდიას არცერთი ჩვენება არ გაითვალისწინა, ის ცრუ  ჩვენების მიცემისთვის პასუხისგებაში უნდა მიეცათ.

„პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება უნდა მოეხდინა და მკვლელობას რომ თავი დავანებოთ, კალანდია ცრუ ჩვენების მიცემის ნაწილში პასუხისგებაში უნდა მიეცა. როგორც ჩანს, შსს-მ ამ განაჩენის შინაარსი წინასწარ იცოდა და თამაშში ვიღაც მერაბ მორჩაძე შემოიყვანა, რომ მიხეილ კალანდიას შეცვლილი ჩვენება გადაფარონ, რომ თითქოს, მან ჩვენება ზეწოლის ქვეშ მისცა. მორჩაძის წინააღმდეგ ჩვენებას მიხეილ და ლუკა კალანდიები, მათი ბებია და მირზა სუბელიანი აძლევენ. საუბარია, იმაზე, რომ მორჩაძემ კალანდიებს 100 ლარი დაუტოვა და ამით მოქრთამა მოწმე. ნეტა თუ არ რცხვენია შინაგან საქმეთა მინისტრს? ყველანაირად ცდილობენ მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემის არიდებას, ამით ავტომატურად „აპრავებენ“ სუბელიანსაც“, - აცხადებს ზაზა სარალიძე.

ცნობისთვის, პირვველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას ორი არასრულწლოვნის, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

არასულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე პირი დაუდგენელია. სწორედ ამას აპროტესტებს მოკლულის მამა, ის დამნაშავეების დასჯას ითხოვს.




politika

ყველა სიახლის ნახვა...

konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს

12:48 სესხის დაზღვევა უკვე ონლაინ არის შესაძლებელი

11:19 სილქ დაზღვევა - სილნეტისა და თიბისი დაზღვევის ერთობლივი პროექტი

10:04 ფინკა ბანკის განვითარების ცენტრმა მსმენელების მიღება დაიწყო



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%