თარიღი    დრო

სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 18:48 06.14.2018 303

ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლაჯურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა ტრაქტორს დაეჯახა, რომლის მისაბმელზეც ოთხი ადამიანი იმყოფებოდა.

ოთხივე მათგანმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ორი მათგანი ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, ორი კი, ადიგენის საავადმყოფოში.

ექიმების განცხადებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ–ის 276 –ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%