თარიღი    დრო

ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - თამარ ჩუგოშვილი

საქართველო, თბილისი - 14:45 06.14.2018 360

ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ის გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ჩემთვის პატივი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა.

რაც შეეხება ცვლილებებს, ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანისთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე.

თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში.
მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, გაძლიერებაში ვხედავ", - წერს ჩუგოშვილი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%