ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა. ცნობილი ჯაზ მომღერალი ელა ჯეინ ფიცჯერალდი 1917 წლის 25 აპრილს აშშ-ში, ვირჯინიის შტატში დაიბადა, ხოლო 79 წლის ასაკში, 1917 წლის 15 ივნისს ბევერლი ჰილზში, კალიფორნიის შტატში გარდაიცვალა.
ელა ფიცჯერალდი ცნობილი ასევე, როგორც ლედი ელა (სიმღერის პირველი ლედი).
XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი ელა ფიცჯერალდი იყო ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით.