თარიღი    დრო

იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

საქართველო, თბილისი - 10:16 06.13.2018 122

12 ივნისიდან ტერაბანკის საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკი იწყება. კამპანია მიზნად  ველოსიპედით სიარულისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს. მის  ფარგლებში კი, ბანკის არსებულ თუ ახალ მომხმარებლებს ტერაბანკის ველოსიპედებით  სარგებლობა თბილისში სრულიად უფასოდ, ნებისმიერ დროს შეეძლებათ.

ზაფხულის განმავლობაში, ტერაბანკის  5 ფილიალთან (ავლაბარში — ქეთევან დედოფლის გამზირი N3,  ვაკის პარკის მიმდებარედ — ილია ჭავჭავაძის გამზირი N43, პეკინის გამზირი N24ა, დავით აღამაშენებლის გამზირი N148 და აკაკი  წერეთლის გამზირი N60) სპეციალური ველოსადგომები მოეწყობა. სადგომიდან ველოსიპედის გასაყვანად მსურველებს მხოლოდ ტერა ბაიკის ბარათი დასჭირდებათ. ბარათის აღებას ისინი ველოსადგომებთან არსებულ ფილიალებში უფასოდ შეძლებენ.

ამას გარდა, კამპანიის ფარგლებში, ტერაბანკი ტერა ბაიკით სარგებლობის მსურველებს მოსახერხებელ, მოკლე და უსაფრთხო მარშრუტებსაც შესთავაზებს. პროფესიონალი ბაიკერების დახმარებით, უკვე მომზადდა სპეციალური გზამკვლევები, რომლებიც ველოსიპედის მოყვარულებს თბილისის მასშტაბით კომფორტულად გადაადგილებაში დაეხმარება და აჩვენებს, რომ ეფექტური მარშრუტის შემთხვევაში, ველოსიპედით სიარული თბილისშიც მარტივია.

 „ტერა ბაიკი ჩვენი საზაფხულო საჩუქარია. ამ კამპანიით ყველა იმ ადამიანის თანამოაზრე ვხდებით, ვისაც ცხოვრების ჯანსაღი წესი და ველოსიპედი ხიბლავს. ამავდროულად, ვფიქრობთ, რომ ტერა ბაიკი ზოგადად ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება. ხშირად ამბობენ, რომ თბილისი ველოსიპედების ქალაქი არ არის, თუმცა თუ მოვინდომებთ და კამპანიის ფარგლებში შექმნილი სპეციალური გზამკვლევებითაც ვისარგებლებთ, ყველაზე ჯანსაღი ტრანსპორტით გადაადგილება ჩვენთანაც იქნება შესაძლებელი. ველოსიპედების ქალაქი კი თბილისიც გახდება. იმედი გვაქვს, ტერაბანკის წამოწყებას ბევრი ადამიანი შემოუერთდება“, — აღნიშნავს ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი სალომე ქოქოსაძე.   

კამპანიაში ჩართულ მომხმარებლებს ველოსიპედით ერთჯერადად სარგებლობა 6 საათის განმავლობაში შეეძლებათ. დროის ამოწურვამდე ნახევარი საათით ადრე მათ სპეციალური გამაფრთხილებელი შეტყობინებაც მიუვათ. თუმცა, ველოსიპედის გაყვანის რაოდენობა შეზღუდული არ არის: სადგომზე დაბრუნების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, ტერა ბაიკის ბარათის დახმარებით, მომხმარებელი ველოსიპედით სარგებლობას კვლავაც შეძლებს.

საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკი თბილისის მასშტაბით 15 აგვისტოს დასრულდება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

11:00 Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იწყება

09:30 ელა ფიცჯერალდის გარდაცვალებიდან 22 წელი გავიდა

20:22 Yanair-მა ჟიტომირი-ბათუმის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო

10:16 იარე უფასოდ ტერაბანკის ველოსიპედით - ტერაბანკი საზაფხულო კამპანია ტერა ბაიკს იწყებს

16:48 Myway Airlines-ი ახალი მიმართულებების ათვისებას იწყებს, რაც ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას ზრდის

16:32 15 ივნისამდე, ვითიბი ბანკი, თავის მომხმარებელს საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესებას სთავაზობს

12:42 თიბისი ბანკს ოპერაციების მართვის ახალი დირექტორი ჰყავს

12:40 CbondS -მა გალტ & თაგარტი საქართველოში 2018 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%