თარიღი    დრო

ვფიქრობ, სწორი იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება არსებული სამთავრობო გუნდიდან - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:21 06.14.2018 217

„მე ვფიქრობ, სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება. ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური გამოცდილება ჰქონდეს კანდიდატს. მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი.“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღეს ჟურნალისტებთან სამათავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სავარაუდოდ, უმრავლესობის დღევანდელ გაფართოებულ შეხვედრაზე დასახელდება. „ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება უმრავლესობა, სადაც განიხილება ახალი პრემიერ-მინისტრის და ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ შევინარჩუნოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს, ხოლო ხარვეზები მთლიანად გამოვასწოროთ. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში. დარწმუნებული ვარ, დღესვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე,“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მინისტრების ცვლილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და ამაზე საუბარი მხოლოდ პრემიერობის კანდიდატის შერჩევის შემდეგ იქნება შესაძლებელი.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%