თარიღი    დრო

ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 12:17 06.14.2018 200

„ქვეყნისთვის ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელი იქნება იმ კუთხითაც, რომ პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

„მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის რაოდენობა პარლამენტში, რომელიც დღეს 33-ს შეადგენს, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ სჯობს, არ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასევე, პირობითად, დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. სხვადასხვა მიზეზებით, არ იქნება სწორი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%