თარიღი    დრო

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები უარყო

საქართველო, თბილისი - 11:47 06.14.2018 130

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეს-მდივანმა, სარა სანდერსმა მისი გადადგომის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო. 

„იცის კი ტელერადიოსადგურმა „CBS“-მა ის, რაც არ ვიცი მე, საკუთარი გეგმებისა და მომავლის შესახებ? ვიყავი ჩემი შვილის დღესასწაულზე, რომელიც საბავშვო ბაღის დასრულებას ეძღვნებოდა. მათმა კი ისტორია გამოიგონეს, თითქოს „ვგეგმავ დავტოვო თეთრი სახლი“, ისე რომ არც კი შემითანხმდნენ. მე მიყვარს ჩემი სამუშაო და მიმაჩნია ღირსებად პრეზიდენტთან სამსახური“ - წერს სანდერსი „Twitter“-ზე. 

ცნობისთვის, მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსანი პრესასთან ურთიერთობის საქმეში - სარა სანდერსი და რაჟ შაჰი გეგმავენ დატოვონ თავიანთი თანამდებობები. ხოლო, სარა სანდერსზე ისინი წერდნენ, რომ ადმინისტრაციიდან წასვლას წლის ბოლომდე აპირებს.

 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%