თარიღი    დრო

ENPARD-ის დაფინანსებით საქართველოში ორი მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

საქართველო, თბილისი - 10:53 06.14.2018 96

15 ივნისს, 15:40 საათზე, ქობულეთში, აგროსერვის ცენტრში, ევროკომისიის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ქრისტიან დანიელსონი, საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ერთობლივად განაცხადებენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ფარგლებში დაფინანსებული ორი დიდი პროექტის დაწყების შესახებ.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, გაეროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, და ENPARD-ის პარტნიორები და ბენეფიციარები.

ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო). ინიციატივებს განახორციელებს გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%