თარიღი    დრო

საქართველოში ADB-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:25 06.14.2018 220

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი, ტაკეჰიკო ნაკაო. საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლობის მანძილზე, ეს არის ბანკის პრეზიდენტის პირველი, მაღალი დონის და საეტაპო მნიშვნელობის ვიზიტი.

მაღალი დონის სტუმარს მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე.

სტუმარი იმყოფებოდა „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, სადაც გაეცნო საბაჟო და გაფორმების პროცედურებს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, პრეზიდენტთან, მთვარობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, დედაქალაქის მერთან. ADB-ის პრეზიდენტი გაეცნობა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს. 

აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%