თარიღი    დრო

ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა

საქართველო, თბილისი - 16:10 06.13.2018 251

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დატოვა.

„მე ვტოვებ კომისიას და პატრიოტები ამ კომისიაში არ იმუშავებენ”, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ამ განცხადებამდე კომისიის სხდომაზე ადა მარშანია დაინტერესდა, ფართოვდება თუ არა საკითხთა წრე და იგეგმება თუ არა სხვა მძიმე დანაშაულების გამოძიებაც.

„თავიდანვე გვინდა, განვაცხადოთ კიდევ ერთხელ, რომ რეგლამენტის ყველანაირი დარღვევით და საერთოდ უპრეცედენტო რაღაცეებით მოხდა ამ კომისიის შემადგენლობის დაკომპლექტება, ეს შეგნებულად გაკეთდა ასე. კენჭისყრა იყო უცნაური. ამ კომისიის უმრავლესობა არიან „ნაციონალური მოძრაობის“  წარმომადგენლები, ესეც აბსოლუტურად შეგნებულად იყო გაკეთებული. ეს კომისია ვერ ხედავს, რომ სხვა საქმეებითაც უნდა იყოს დაკავებული. თქვენ მოიშველიებთ ფორმალურ გარემოებას, რომ ეს არც კანონში წერია და არც რეგლამენტში. ჩვენ შევალთ პარლამენტში წინადადებით, რომ შეიქმნას ამდაგვარი კომისია და ვნახავ, როგორ დაუჭერთ ამ კომისიის შექმნას მხარს, რომ სხვა საქმეებიც იყოს გამოძიებული. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვრჩები ამ კომისიაში, ვერ ვიმუშავებ იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით ზის, იქ ჩვენ არაფერი გვესაქმება. ეს არის „ქართული ოცნების“ ბრალი. ეს არის აბსურდის თეატრის გაგრძელება”, – განაცხადა ადა მარშანიამ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%