თარიღი    დრო

უკრაინა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილების გაზიარებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 16:08 06.13.2018 86

საქართველოს უკრაინის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, იაკივ სმოლი ეწვია. ოფიციალურ სტუმრებს საქართველოს ეროვნული ბანკი მასპინძლობს. უკრაინის დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების გაცნობა და განხორცილებული წარმატებული პროექტების შესახებ გამოცდილების გაზიარებაა.

კობა გვენეტაძისა და იაკივ სმოლის შევედრაზე ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მიმოიხილეს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა და მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინის ცენტრალური ბანკის დელეგაციის სამუშაო შეხვედრები საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის და ფინანსური სტაბილურობის ანალიზის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. უკრაინელი კოლეგების განსაკუთრებული ინტერესის საგანს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორცილებული პროექტების გაცნობა წარმოადგენს. 

ხვალ უკრაინის ცენტრალური ბანკის დელეგაცია ეროვნული ბანკის საკასო ცენტრს ეწვევა  და დეტალურად გაეცნობა ცენტრის საქმიანობას.
 
"ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში. დღევანდელი შეხვედრის მთავარია მიზანია მივიღოთ ინფორმაცია და გავიზიაროთ საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორებიცაა მონეტარული პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა, ინფლაციის თარგეთირება და ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული  წარმატებული რეფორმები", - განაცხადა იაკივ სმოლიმ.

 

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%