თარიღი    დრო

პრემიერი: განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია

საქართველო, თბილისი - 15:32 06.13.2018 160

„საერთო განსაცდელში ერთობამ 13 ივნისი ამავე დროს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და უდიდესი სოლიდარობის დღედ აქცია“, აღნიშნულია 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„3 წლის წინ, 13 ივნისი თბილისისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის უდიდესი განსაცდელისა და ტკივილის დღე იყო. მინდა, კიდევ ერთხელ პატივი მივაგო სტიქიის მსხვერპლთა ხსოვნას და თანავუგრძნო მათ ოჯახებს.

ჩვენი მაშველების თავგანწირვამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება მაშველ ზურაბ მუზაშვილის სახელი, რომელმაც 8 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი, დაიღუპა.

იმ მძიმე დღეებში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ფეხზე დადგა ყველა, განსაკუთრებით კი, ჩვენი ახალგაზრდები - ისინი დადგნენ იქ, სადაც ნამდვილი მოქალაქე უნდა მდგარიყო“, აღნიშნულია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

 

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%