ადამიანის უფლებათა ცენტრი დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, წარმოადგენს ანგარიშს - „მსჯავრდებული, ბრალდებული და დაზარალებული ქალების სასამართლო მონიტორინგი“.
ანგარიში მომზადდა ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის - „სასამართლო მონიტორინგი ქალებისათვის“ ფარგლებში, რომელიც ორგანიზაციამ ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალთა და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ ქალთა საქმეებზე სასამართლო პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობა და სასამართლო და პროკურატურის ორგანოების პასუხისმგებლობის გაზრდა.
მონიტორინგის ანგარიშში წარმოდგენილია ის ძირითადი ტენდენციები და გამოწვევები, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო სხდომათა მონიტორინგისა და კანონიერ ძალაში შესული განაჩენების ანალიზის შედეგად გამოვლინდა.
ანგარიშში წარმოდგენილია რეკომენდაციები როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ.