თარიღი    დრო

გაერომ საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას, მხარი დაუჭირა

საქართველო, თბილისი - 14:56 06.13.2018 1299

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ კვლავ მიიღო საქართველოს რეზოლუცია ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილების მდგომარეობის შესახებ.

დოკუმენტი მიღებულ იქნა ხმათა უმრავლესობით. რეზოლუციას მხარი 81 ქვეყნის წარმომადგენელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 16 ქვეყანა, ხოლო 62-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება „ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებ, 2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტის დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელმაც გამოიწვია მოსახლეობის იძულებით გადაადგილება“

გაეროს გენერალური ასამბლეა "აღიარებს ყველა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, ასევე მათი შთამომავლების უფლებას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონში“ - ნათქვამია რეზოლუციაში.

ტექსტში ასევე აღნიშნულია, "დემოგრაფიული სიტუაციის იძულებითი ცვლილების" დაუშვებლობის შესახებ.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%