თარიღი    დრო

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - დაშავდა 5 და დაიღუპა 1 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:44 06.11.2018 523

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მანავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვლა, ხოლო ხუთი მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%