თარიღი    დრო

ზესტაფონში მერის გადადგომას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 16:20 06.08.2018 421

ზესტაფონში ქალაქის მერის, კახა მახათაძის გადადგომას ითხოვენ.

მოქალაქეების საინიციატივო ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება უკვე დაიწყო.

ამავე მოთხოვნით მოქალაქეები ზესტაფონის მერიასთან შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ზესტაფონის მერი კახა მახათაძე უფლებამოსილებას არ ასრულებს.

მათივე თქმით, ქალაქში შეჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები.

მათი განცხადებით, მერს სასამართლომ დაავალა ყოფილი თანამშრომლები სამსახურში დაებრუნებინა, თუმცა მან სასამართლოს გადაწყვეტილება არ აღასრულა.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ყალბი დიპლომითაა დანიშნული.

ზესტაფონის მერიაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
რაც შეეხება ადმინიტრაციის სამსახურის უფროსის, ეკა დუგლაძის დიპლომს, ზესტაფონის მერის მოადგილე დათო ჩირგაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეების მხრიდან დაწერილია საჩივარი და საქმე არის ძიებაში.

ზესტაფონის მერიის წინ მიმდინარე აქციას “პატრიოტთა ალიანსის” ზესტაფონის საკრებულოს წევრი გიგა გაბრიჭიძე და მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე შეუერთდა.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%