თარიღი    დრო

რონალდუს მადრიდის „რეალის“ დატოვება სურს

საქართველო, თბილისი - 13:27 06.02.2018 958

მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანგული „პარი სენ-ჟერმენ“ თანახმაა შესთავაზოს რონალდუს კონტრაქტი, წლიურად 45 მილიონი ევროს ოდენობით.

პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ თავის პარტნიორებს „რეალში“ გამოუტყდა, რომ ტოვებს მადრიდის საფეხბურთო კლუბს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ყოველდღიური სპორტული გაზეთი „Marca“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, სადაც „რეალმა“ გამარჯვება მოიპოვა და მესამედ ზედიზედ გაიმარჯვა, 33 წლის რონალდომ არ დამალა თავის პარტნიორებთან, რომ სურს გუნდის დატოვება. 

მისი უკმაყოფილება გამოწვეულია იმით, რომ „რეალის“ ხელმძღვანელობას არ სურს შესთავაზოს მას ახალი კონტრაქტი პირობების გაუმჯობესების მიზნით. თავის მხრივ მოქმედი შეთანხმება, რომელიც გათვლილია 2021 წლამდე არ აძლევს ფეხბურთელს საშუალებას გუნდიდან წასვლის.

მედიაზე დაყრდნობით, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი“ თანახმაა გადაუხადოს რონალდუს კონტრაქტისთვის წელიწადში 45 მილიონი ევრო, ხოლო თავად მადრიდის კლუბს - 150 მილიონი ევრო პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის.

ცნობისთვის, მხოლოდ მიმდინარე წელს რონალდუმ "რეალის" შემადგენლობაში 44 თამაში ჩაატარა და 44 გოლის ავტორია.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%