თარიღი    დრო

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი ათასწლოვანი ისტორიიდან გამომდინარე, 100 წლის წინ უკვე გვქონდა ნამდვილად დემოკრატიული ღირებულებები

საქართველო, თბილისი - 21:23 05.26.2018 512

„100 წლის წინ საქართველოს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის - უკვე მაშინ, გამომდინარე ჩვენი ათასწლეული ისტორიიდან, გვქონდა ღირებულებები, რომელიც იყო ნამდვილად დემოკრატიული", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა. დიმიტრი ქუმსიშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ოჯახის წევრებთან ერთად დღეს რუსთაველის გამზირზე სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მოწყობილი ლოკაციები დაათვალიერა, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს ტექნოპარკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", „საქართველოს ფოსტისა" და ბათუმის საზღვაო აკადემიის სივრცეები.

„ჩვენ გვქონდა სამეწარმეო მარკეტი, სადაც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" 100-ზე მეტი ბენეფიციარის შექმნილი პროდუქცია იყო წარმოდგენილი. ასევე ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა „საქართველოს ფოსტის" მიერ მოწყობილ სივრცეში საქართველოს ფოსტის ისტორიისა და მარკის ისტორიის განვითარებას გაცნობოდნენ. ეკონომიკის სამინისტროს მიერ რუსთაველის გამზირზე ასევე წარმოდგენილი იყო საზღვაო აკადემია და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მრავალი საინტერესო აქტივობებით" - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღო მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ქუთაისში, გორში, ფოთსა და სხვა ქალაქებში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებებში.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია

15:12 საქართველოს ბანკი კიდევ ხუთი სოციალური საწარმოს შექმნას დააფინანსებს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.8%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%