თარიღი    დრო

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 15:59 05.26.2018 405

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩე ინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინიმა შაბათს მეორე შეხვედრა ჩაატარეს ფხანმუნჯომის სასაზღვრო პუნქტში, დემილიტარიზებულ ზონაში. ნათქვამია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფიციალურ "Facebook" გვერდზე. 

ეს უკვე მეორე ოფიციალური შეხვედრაა ლიდერებს შორის. პირველი შედგა ამ წლის აპრილის თვეში. სამიტი შაბათს ადგილობრივი დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაგრძელდება. 

"ორმა ლიდერმა გულწრფელად გაცვალა თავისი მოსაზრებები, რათა განახორციელონ 27 აპრილის დეკლარაცია  და წარმატებით ჩაატარონ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის სამიტი“ - განაცხადა სამხრეთ კორეის პრეს მდივანმა. მან დააზუსტდა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების თანახმად, პრეზიდენტი მუნ ჩენ ინი შეხვედრის შედეგების შესახებ განაცხადებას კვირას ადგილობრივი დროით 10:00 საათზე გააკეთებს. 

შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს შედგა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეოს ლიდერებისთვის, ათწლეულების მანძილზე, პირველი სამიტი. კიმ ჩენ ინი გახდა პირველი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელმაც გადალახა სამხედრო-დემარკაციული ხაზი, სამხრეთ კორეის შემოსაზღვრულ პუნქტზე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%