თარიღი    დრო

ჟან-კლოდ იუნკერი საქართველოშია

საქართველო, თბილისი - 19:49 05.25.2018 390

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი უკვე საქართველოშია. იუნკერი ქვეყანას პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეწვია.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ბელგიის სამეფოში საქართველოს ელჩმა ნატალი საბანაძემ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

„მივესალმებით ევროკომისიის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, ეს მისი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა ძალზედ დასაფასებელია, რომ ის ჩამოდის საქართველოში სწორედ იმ დღეს, როდესაც აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. ეს ვიზიტი ამავდროულად არის ძალიან ნათელი გზავნილი ევროპის მხრიდან მათი მხარდაჭერისა იმ პროცესის, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია. საზეიმო განწყობის მიღმა, ბუნებრივია იქნება საქმიანი შეხვედრები და განხილულ იქნება საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობების დინამიკა და შემდგომი ნაბიჯები" - აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ჟან-კლოდ იუნკერი 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია".​




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%