თარიღი    დრო

ბრიტანეთმა რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა

საქართველო, თბილისი - 15:13 05.25.2018 384

დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების გამოყენებით. განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ უკრაინის პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას. 

როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ საღამოს შედგა. ტერეზა მეიმ და პეტრო პოროშენკომ განიხილეს სიტუაცია უკრაინაში, ასევე MH17-ის ინცინდენტი და ქვეყანაში რეფორმის საკითხები.

"ლიდერებმა იმსჯელეს მინსკის პროცესზე და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სიტუაციაზე. ისინი შეთანხმდნენ დასრულებულიყო არასტაბილურობა ამ რეგიონში. პრემიერმა გამოთქვა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და დააზუსტა რუსეთზე ზეწოლა ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციების გამოყენებით“ - ნათქვამია მთავრობის წარმომადგენელის განცხადებაში.

ტერეზა მეიმ ასევე განუცხადა უკრაინის პრეზიდენტს „საერთაშორისო პასუხზე“ სოლსბერიში მომხდარი ინცინდენტის გამო.

ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, უკრაინის რეფორმების გატარების აუცილებლობაზე და განაცხადეს, რომ მზარ არიან მონაწილეობა მიიღონ კონფერენციაში - უკრაინის შესახებ რეფორმების საკითხზე, რომელიც კოპენჰაგენში უნდა გაიმართოს.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%